„კორონა ვირუსმა საქართველო დატოვა“ – ლელა კაკულიას მოულოდნელი ხილვა

0

მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელება ლელა კაკულიამ ჯერ კიდევ წლების წინ იწინასწარმეტყველა და მაშინვე აღნიშნა, რომ საქართველოს სასიკვდილო დარტყმები გვერდს აუვლიდა. როგორია დღეს მისი ხედვა, როგორ წარმოუდგენია პროცესების განვითარება და როგორი იქნება სამყარო პანდემიის დასრულების შემდეგ… ამ და კიდევ სხვა საინტერესო თემებზე OK! Magazine Georgia ქალბატონ ლელას პირადად ესაუბრა.

ქალბატონო ლელა, თქვენ ჯერ კიდევ 2013 წელს იწინასწარმეტყველეთ მოსალოდნელი კორონა ვირუსის შესახებ, დღეს როგორია თქვენი ხედვა?
2013 წლის ვიდეოჩანაწერში პირდაპირ დავასახელე, რომ სამყაროში გავრცელდებოდა კორონა ვირუსი, თუმცა ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მე ამაზე ვისაუბრე… ჯერ კიდევ 90–ანი წლებიდან საზოგადოებას ვაფრთხილებდი, რომ ბუნება არავის აპატიებს უდიერ მოპყრობას და რომ მოფრთხილებოდნენ ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემოა, შესაბამისად ის, რაც ხდება ჩემთვის უცხო და მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.
რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ დაავადება ასე გავრცელდა და დიდი მსხვერპლიც მოიტანა მსოფლიოში, მაგრამ ამას სხვა მხარეც აქვს: სამყაროში მიმდინარეობს გადაწყობა, დედამიწა სუფთავდება გამონაბოლქვებისა და სხვა სიბინძურეებისაგან.
თქვენ ასევე ისიც აღნიშნეთ, რომ ვირუსი საქართველოსთვის საშიში არ არის და ქვეყანას გვერდს აუვლიდა სასიკვდილო დარტყმები. დღეს, როდესაც ქვეყანაში უკვე რამდენიმე გარდაცვლილია, როგორ ხედავთ პროცესების განვითარებას?
ჩვენს ქვეყანაში ფეხს ვერ მოიკიდებს, რადგან ეს არ არის საქართველოს ვირუსი. COVID 19-მა საქართველო უკვე დატოვა, ის აღარ არის ჩვენს ქვეყანაში და ამას ძალიან მალე გამოაცხადებენ. უკვე ნელდება ეს პროცესი და ამას ძალიან მალე შეიტყობს ჩვენი მოსახლეობა. ვხედავ, რომ საქართველო დამოუკიდებელი, ძლიერი ქვეყანაა მომავალში, ამიტომ ხალხს კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ საშიში არაფერია, საქართველოს ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა. ჯერ კიდევ 1992 წელს საქართველოს რუკაც კი მაქვს დახატული, სადაც ჩანს რა ენერგიები იცავს ჩვენს ქვეყანას და გეტყვით, რომ ამის გარღვევა გამორიცხულია. საქართველო იყო, არის და იქნება ძლიერი სახელმწიფო.
მიმაჩნია, რომ სამყაროში არაფერი ხდება უმიზეზოდ. როგორ ფიქრობთ, რა არის ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესების გამომწვევი მიზეზები?
ასეთი რაღაც ყოველთვის ხდება დედამიწაზე, ეს შეიძლება ერთგვარ ბუნებრივ გამოხშირვასაც დავუკავშიროთ. 2010 წლის 7 აგვისტოს ასეთი წინასწარმეტყველება ჩავწერე: „დიდი ცვლილებები მოხდება პლანეტაზე, მაგრამ დედამიწა გადარჩება, გადარჩებიან ადამიანები ― მხოლოდ რჩეულნი. ხოლო ნაგავს დედამიწა მხრებიდან ჩამოიბერტყავს. დადებითი კოსმიური ენერგიები კი ნელ-ნელა გაიშლება დედამიწაზე და ცხოვრება, სიცოცხლე გაგრძელდება“.

ადამიანური თვალსაზრისით რომ შევხედოთ, რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ გამოხშირვის პროცესი?
ადამიანურად ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა, მაგრამ წინასწარმეტყველება ასეთია. მოგვწონს თუ არა, მოსახდენი მაინც მოხდება. გასავლელი უნდა გაიაროს სამყარომ…
მომავალში თუ ხედავთ მსგავს ვირუსებს?
მომავალში კიდევ არაერთხელ იქნება მსგავსი ვირუსი, მაგრამ საქართველოს ვერც მაშინ დააკლებს რაიმეს. პანიკას არ უნდა ავყვეთ და ყველაფერი კარგად იქნება.
როგორი იქნება სამყარო პანდემიის დასრულების შემდეგ?
ბევრი არაფერი შეიცვლება, დაივიწყებს კაცობრიობა იმას, რაც ახლა ხდება.
წყარო: okmagazine.ge

Share.