დიდი გლოვა ინგუშეთში, კორონავირუსით ინგუშეთის მუსლიმთა ლიდერი გარდაიცვალა

0

რია ნოვისტის ცნობით, შაბათს, 11 აპრილს გარდაიცვალა ინგუშეთის მუსლიმთა ლიდერი, აბდურაჰმან მართაზანოვი, რომელსაც მანამდე კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.
რუსეთის სახელწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მანამდე ის საავადმყოფოში გადაიყვანეს პნევმონიის მძიმე ფორმით. კორონავირუსზე პირველადმა ტესტმა დადებითი აჩვენა, – უთხრეს სააგენტოს ინგუშეთის ჯანდაცვის უწყებაში.

აბდურაჰმან მართაზანოვი 63 წლის იყო. იგი ინგუშეთის მუსლიმთა ლიდერი 2019 წელს გახდა.

11 აპრილის მონაცემით ინგუშეთში კორონავირუსის 29 შემთხვევაა დაფიქსირებული.
წყარო: pirveli.site

Share.