”ტეხავს ასეთი სი*რობა პირბადის გაპრავება რო უნდათ! ბომჟური რაღაც შექმნეს. ეხლა გეტყვით რა ხდება” – მაია დარსმელიძის სკანდალური წერილი

0

მომღერალი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მან ქართული წარმოების პირბადეები და სოფო ბედიას და კაკი ბოლქვაძის მიერ გადაღებული კლიპი გააკრიტიკა.
“ხო, უმადური პოსტი პირბადეზეც და კლიპზეც. ხო, არ მევასება არც ერთი. ხო, სასტიკად არ მევასება. რუსული ესტრადის და მადონას სერვიზის ნაჯვარ კლიპზე აღარ ვილაპარაკებ. აქ ყველაფერი ნათელია.)))) ბომჟური პირბადე რომ “შექმნეს” და კიდევ აქეთ რომ გიტევენ. ტაში დაუკარიო. ძააან ტეხავს.

ეს ხომ ვინმე ნარგიზას “კერავენ და ხუმრობენ უმოქმედოდ დარჩენილი გადაფსიხებული დიასახლისები” სამკერვალო კანტორა არ არის, რომ ტაში დავუკრათ და მისი ინფანტილურად კეთილი საქციელის მცდელობა გავამხნევოთ? ქვეყანას (!!!) ამაზე უკეთესის წარმოება რომ არ შეუძლია ეგ ტეხავს. ძალიააან! და თან ამ ხალტურას რომ აპრავებენ ისინი, ვინც შემჩნეულია ყოველი უნიჭო სირობის გაპრავებაში – ეგეც ტეხავს. თან ვითომ აზრზე მოსულების პრეტენზია რომ აქვთ და თან ძალიან კარგად ხვდებიან, რომ დიზაინერულ პირბადეზე არავინ ლაპარაკობს და მაინც ატრაკებენ – ესეც ტეხავს.

მე ქართული წარმოების იმდენი საამაყო მაგალითი ვიცი (და ვინმეს თუ არ გახსოვთ- სიამოვნებით შეგახსენებთ კომენტარებში), რომ დიახ, ამ ხალტურას ტაშს არ დავუკრავ. მთავარია, რომ იცავს – დავაი, ხომ მოგწონთ? დადეთ სელფები მაგ პირბადეებით. და არა მარტო სელფები. იარეთ მაგ პირბადეებით ერთმანეთში, ყველგან და იმდენჯერ გამიხსენეთ, რამდენჯერაც თქვენ თავად თქვენსავე საკუთარ პეროიან თავზე გაგეცინებათ. ეგ პირბადე თუ იცავს – ზაპაროჟეციც დადის და გადაჯექით ხახუთებიდან ზაპაროჟეცზე” – წერს მაია დარსმელიძე.

Share.