უხანელი ექიმი აი ფენი, იყო ერთ-ერთი პირველი ექიმი, რომელიც ახალი კორონავირუსის აფეთქების შესახებ ალაპარაკდა.
მან ჩინურ სოციალურ ქსელში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანის ისტორიის ფოტო გაავრცელა, რის შემდეგაც უხანის საავადმყოფომ, მას მკაცრი შენიშვნა მისცა.
ახლახან აი ფენმა მისცა ინტერვიუ, რომელშიც ამბობდა, რომ ხელისუფლებამ მას და სხვა ექიმებს მომასწავებელი საშიშროების შესახებ ინფორმაციის გავრცელების საშუალება არ მისცეს.
მისი თქმით, მისი ოთხი კოლეგა დაინფიცირდა და გარდაიცვალა.
ამ ინტერვიუს შემდეგ, ქალი გაუჩინარდა. Weibo-ში, მის სოციალურ ქსელში კი გამოჩნდა წერილი: „მდინარე. ხიდი. გზა. საათი“, – წერს RFA. გამოცემის ცნობით, საზოგადოება ფიქრობს, რომ ექიმი ამჟამად დაკავებულია.