თურქი ინტერნეტ-მომხმარებელი, უღურ დენიზ აზიზოღლუ სოციალურ ქსელში საქართველოზე წერს.
ის ამბობს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ქართველების ერთმანეთის გვერდით დგომით აღფრთოვანებულია.
“ეს საქართველოა. უფრო შეძლებული ადამიანები ყიდულობენ საჭმელს და მოაქვთ აქ იმათთვის, ვისაც თავად არ აქვს ამის საშუალება.
არც თვითრეკლამა, არც ჟურნალისტების არმია, არც – სარგებელი. ისინი ჩუმად ტოვებენ და მიდიან. შემდეგ კი გაჭირვებული ოჯახები ასევე ჩუმად იღებენ ამ ჩანთებს საკვებით, რომელიც მათ სჭირდებათ. ეს ხალხი თითქოს სხვა პლანეტაზე ცხოვრობს და არა ჩვენს მეზობლად” – წერს უღურ დენიზ აზიზოღლუ.
წყარო: hotnews.ge