“ვითმინე, ვითმინე მაგრამ ვეღარ ვითმენ, აუცილებლად უნდა ვთქვა” – რას წერს პაატა იმნაძის შვილი სოციალურ ქსელში

0

პაატა იმნაძის შვილი, ლიზი იმნაძე სოცილურ ქსელში შემდეგი შინაარსის ტექსტს აქვეყნებს:
„რა გავაკეთო, ვითმინე ვითმინე, მარა ვეღარ ვითმენ. რაში გინდათ ინფექციური ან ლუგარი, ვილოცოთ, ხატებს ვემთხვიოთ მთელი ქალაქი და ვიყოთ ასე არხეინად“, – წერს ლიზი იმნაძე საკუთარ facebook გვერდზე.

ასევე, პაატა იმნაძის შვილი ტატა იმნაძეც, რომელიც ლუგარის ლატორატორიაში მუშაობს, წერს:
„გვახსოვდეს, რომ ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, არცერთი საეკლესიო წესის შესრულება არ არის თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე მეტი. ახლა ერთმანეთზე ზრუნვაა უფლის მსახურებაც.

იქნებ ამ განსაცდელში უფალს სურს ნახოს, რამდენად ვუფრთხილდებით ერთმანეთს ადამიანები?! გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს, დავრჩეთ სახლში“, – წერს ტატა იმნაძე.
შეგახსნებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოადგილეს პაატა იმნაძეს ტყუპი გოგონები ყავს.

Share.