“ეპიდემიას ვერ ავცდებით, უკვე შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ხვალ დილიდან გაიზრდება ინფიცირებულების რაოდენობა..” – ამირან გამყრელიძე

0

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალ დილით კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი კიდევ გაიზრდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში „არენა“ განაცხადა.
“ეპიდემიას ვერ ავცდებით, იმიტომ რომ კლასიკური განსაზღვრებით ეპიდემია უკვე გვაქვს. ჩვენ უნდა ავცდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიას. ჩვენ უკვე გვაქვს ეპიდემია, იმიტომ რომ აქამდე არასოდეს ყოფილა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა, ბოლო მონაცემებით კი ინფიცირების 70 შემთხვევა გვაქვს.

კვლევაში არის კიდევ რამდენიმე ნიმუში და წინასწარი ინფორმაციით, დილით კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაგვემატება, მაგრამ არა ბევრი. ჩვენი მთავარი მიზანია, როგორმე ყველამ ერთად ავიცილოთ თავიდან კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება, როდესაც დღეში გვექნება არა 4-5-10, არამედ 50, 100 და 200 ახალი შემთხვევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Share.