თენგიზ ცერცვაძემ პირდაპირ ეთერში ნოდარ რუხაძეს ბოდიში მოუხადა – რა მოხდა შალვა რამიშვილის გადაცემაში და ვინ შეიყვანა ექიმი შეცდომაში

0

თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ თუ ფეისბუქზე გავრცელებული განცხადება, თითქოს სირცხვილიას აქტივისტი, ნოდარ რუხაძე კორონავირუსის გავრცელებას “ძალიან კარგს უწოდებს, რადგან ძირითადად 70 წლის ადამიანებს კლავს”, ყალბი ინფორმაციაა, მზად არის, ბოდიშიც მოიხადოს.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს ამის შესახებ კითხვა ტვ პირელის ჟურნალისტმა, თამარ ჩიხლაძემ დაუსვა.

“მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ნამდვილად წავიკითხე. მისი სახელი და გვარიც ეწერა და ფოტოც იდო. ნამდვილი იყო თუ ე.წ ფეიკ ნიუსი იყო, ამაში დარწმუნებული არ ვარ. ნეტა, თუ ნამდვილად ფეიკ ნიუსია. მე ძალიან დამწყდა გული, არა იმიტომ, რომ მე თვითონ ასაკოვანი ვარ, ჩვენი ქართული ტრადიციები არ გულისხმობს იმას, რომ ასაკოვან ადამიანებს პატივი არ ვცეთ. თუ ეს ახალგაზრდა ასე წერს და თუ ეს ფეიკ ნიუსია, მე ძალიან კმაყოფილი დავრჩები და ამაღლებული განწყობით წავალ აქედან. და ის წყენა და დისკომფორტი, რაც მას მიადგა აქედან, კარგი არ არის, მაგრამ მცირეა იმასთან შედარებით, რაც იქნებოდა, ეს რომ სიმართლე ყოფილიყო. თუ სიმართლე არ არის, მე მას ბოდიშს მოვუხდიდი”, – თქვა ცერცვაძემ ჩიხლაძის კითხვის პასუხად. .

Share.