“წლისთავზე იყო და 100 კაცთან ჰქონდა კონტაქტი…” – ქალმა, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა, მოგზაურობის ისტორია დამალა

0

„ქალმა, რომელსაც მარნეულში კორნავირუსი დაუდასტურდა, მოგზაურობის ისტორია დამალა“,- ამის შესახებ „ავერსის“ კლინიკის დირექტორმა, ლელა კიწმარიშვილმა, „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმი, მან აზერბაიჯანში მოგზაურობა დამალა და ეს ამბავიც შემთხვევით გაირკვა.

„არანაირი მწვავე რესპირატორული სინდრომი პაციენტთან გამოხატული არ იყო. ასევე უარყვეს კონტაქტი ყველანაირ შესაძლო დაინფიცირებულთან, დამალეს მოგზაურობა აზერბაიჯანში, ეს შემთხვევით გაირკვა. კლინიკაში უკვე კარგა ხანია, არის კარანტინი და არანაირი მიმოსვლა პაციენტებთან არ ხდება. ამის შესახებ ინფორმირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი“, – აღნიშნა კიწმარიშვილმა.

დაინფიცირებული კი წლისთავზე იმყოფებოდა. ცნობისთვის, დღეს მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც დაავადებათა კონტროლსი ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, დაინფიცირებულის 86 კონტაქტი უკვე ნაპოვნია, თუმცა კონტაქტი უფრო მეტი იყო.
ფოტო პირობითია

Share.