ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეატრმცოდნემ და ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. ცნობა ამის შესახებ CNews-მა გაავრცელა. სააგენტოში ამტკიცებენ, რომ წულუკიძემ „იმედი“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე დატოვა, თუმცა “იმედმა” ეს ამბავი არ გაასაჯაროვა და ეთერში ჩაწერილი გადაცემები გადიოდა, სადაც წულუკიძე კვლავ წამყვანის ამპლუაში იყო.
რამდენიმე წუთის წინ კი გავრცელდა საპირისპირო ინფორმაცია, რითაც დასტურდება, რომ ნიკოლოზ წულუკიძის მიერ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვების შესახებ ხმები, სიცრუეა. ამის შესახებ თავად წულუკიძემ Newshub.ge-ს განუცხადა.
წულუკიძის განმარტებით, იგი კვლავ ტელეკომპანიის თანამშრომელი და გადაცემა „ავტოგრაფის“ წამყვანია, ხოლო არხის დატოვების შესახებ გავრცელებული ცნობა დეზინფორმაციაა.