“ბინის მეპატრონემ დაურეკა – ბინის ქირა ჭირსაც წაუღია, ბავშვებს მიხედეო… მერე კი მითხრა”

0

გოჩა მირცხულავა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი სოციალურ ქსელში წერს:
“ახლობელმა დამირეკა, რომელიც ცოლ-შვილთან ერთად ქირით ცხოვრობს. გახარებული იყო! “ბინის მეპატრონე დამიკავშირდა, ტელეფონს რომ დავხედე – ტანში გამცრა, მაგრამ ვუპასუხე. მომიკითხა და მერე მითხრა: – ვიდრე ეს ყველაფერი ჩაივლის, ქირის ნახევარი ჩამირიცხე თუ მოახერხებ, თუ არა იმასაც შენი ჭირი წაუღია, ბავშვებს არ მოაკლო არაფერი”.

გაოცებული დავრჩი, საოცრად უჟმური ქალია და ამას არ ველოდი არანაირად. თან წარმოდგენაც არ მინდოდა გადახდის თარიღის მოახლოვების, ხომ იცი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დავრჩი. მოკლედ, ძალიან მადლიერი და გახარებული ვარ”. მეც გამიხარდა ეს მონაყოლი და დავფიქრდი: რა ქნან მართლაც ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩენილებმა, რომლებიც ბინის თუ კომერციული ფართების ქირას იხდიან? რამდენი ასეთი გულისხმიერი აღმოჩნდება ქვეყანაში? ალბათ თითებზე ჩამოსათვლელი.”

Share.