ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის ოჯახის ახლობელი მედეა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, შესაძლოა, ალექსანდრე იყოს საქართველოს რომელიმე ქალაქში. გთხოვთ, ყურადღება გამოიჩინოთ და თუ სადმე დაინახავთ, დაუკავშირდეთ ოჯახს, სიფრთხილით მოახერხოთ ფოტოს გადაღება.
ალექსანდრე არის 14 წლის, დაიკარგა 16 იანვარს. გვაქვს თქვენი ჩართულობისა და გულისხმიერების იმედი. მალე დაგვიბრუნდი ალექსანდრე. ყველანი გელოდებით. გფარავდეს უფალი.
გთხოვთ, გააზიაროთ. დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 555 10 55 00, 571 01 24 21″ – ნათქვამია ინფორმაციაში.