”კვლევა ჩავატარეთ, რითიც ძალიან სასიამოვნო და დამაიმედებელი ინფორმაცია გავიგეთ” – რას ამბობს ამირან გამყრელიძე კვლევის შედეგებზე

0

„საკმაოდ დამაიმედებელი ინფორმაცია მოგვცა ერთმა მცირე კვლევამ. ჩვენ გვაქვს გრიპის ზედამხედველობის ე.წ. სენტინელური 10-მდე საიტი, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ ნიმუშებს გრიპის კვლევისთვის და პარალელურად, ჩვენ ეს ნიმუშები გავტესტეთ კორონავირუსზე, სადმე ხომ არ გვეპარება გრიპის სიმტომებით.
კლინიკურად ძალიან ჰგავს გრიპი და შევამოწმეთ ხომ არ გვეპარება კორონავირუსი მოსახლეობაში. ყველა ნიმუში კორონავირუსზე აღმოჩნდა უარყოფითი. დამაიმედებელია, რომ ჩვენს მოსახლეობაში ვირუსი არ ცირკულირებს თავისუფლად.

ყველა ქვეყანაში საკმაოდ სწრაფად მიდის პანდემია. ჩინეთს გარეთ სამყარომ გადააჭარბა ჩინეთს აბსოლუტური ციფრებით. განსაკუთრებით ბევრი ევროპულ ქვეყნებში და ჩვენ როგორც ევროპის ერთი ნაწილი, გასაკვირი არ არის გვქონდეს შემთხვევების მატება, ჩვენი ამოცანაა რომ ეს მატება არ იყოს სწრაფი და რადიკალური“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში საუბრისას.

Share.