“ბექა ჯაიანმა მკვლელობა აღიარა და..” – ნახეთ რა შოკისმომგვრელი რამ თქვა პროცესზე ბრალდებულმა

0

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ნი პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა.
სხდო­მას ეს­წრე­ბო­და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნი. რო­გორც მან სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში ის თავს დამ­ნა­შა­ვედ ნა­წი­ლობ­რივ ცნობს, კერ­ძოდ კი მხო­ლოდ მკვლე­ლო­ბის ნა­წილ­ში, ხოლო იმ ნა­წილ­ში, რომ ის კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს გენ­დე­რის თვალ­საზ­რი­სით „სის­ტე­მა­ტუ­რა­დუ­რად სცემ­და“, ბრალ­დე­ბას არ იზი­ა­რებს და შე­სა­ბა­მი­სად, თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­მარ­ტე­ბა ბრალ­დე­ბულ­მა მა­შინ გა­ა­კე­თა, რო­დე­საც მას მო­სა­მარ­თლე ქე­თე­ვან ჯაჭ­ვა­ძემ ჰკი­თხა, ცნობს, თუ არა თავს დამ­ნა­შა­ვედ.

“თავს დამ­ნა­შა­ვედ ვცნობ, ოღონდ ნა­წი­ლობ­რივ, გენ­დერს არ ვე­თან­ხმე­ბი. ეს არის ჩემი პო­ზი­ცია. სის­ტე­მა­ტურ ცე­მა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ვცნობ. თავს დამ­ნა­შა­ვედ ვცნობ იმა­ში, რომ ადა­მი­ა­ნი მოვ­კა­ლი”, – გა­ნა­ცხა­და ბექა ჯა­ი­ან­მა.

ამას­თან, დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე სა­სა­მარ­თლომ ად­გილ­ზე თათ­ბი­რით და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და მისი ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა სრუ­ლად და­საშ­ვე­ბად ცნო.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბა მო­ი­თხო­ვა. რო­გორც პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ბექა ჯა­ი­ანს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა, არ­სე­ბობს მისი მი­მალ­ვის საფრ­თხე. მი­სი­ვე თქმით, ბექა ჯა­ი­ა­ნი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე­ზე სის­ტე­მა­ტუ­რად ძა­ლა­დობ­და და სა­ხე­ზეა გენ­დე­რის ნიშ­ნით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. პრო­კუ­რო­რის თქმით, არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მო­ცე­მუ­ლო­ბა პა­ტიმ­რო­ბის შეც­ვლის ან გა­უქ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტე­ბის პო­ზი­ცი­ას, მათ ბრალ­დე­ბის შეც­ლა არ მო­უ­თხო­ვი­ათ, გან­მარ­ტეს მხო­ლოდ ის, სის­ხლის სა­მარ­თლის დევ­ნა უნდა შე­წყდეს ბრალ­დე­ბა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მად, ბექა ჯა­ი­ა­ნი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე­ზე „გენ­დე­რის ნიშ­ნით სის­ტე­მა­ტუ­რად ძა­ლა­დობ­და“.

სა­სა­მარ­თლომ არ გა­ი­ზი­ა­რა დაც­ვის მხა­რის აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ზი­ცია. რო­გორც მო­სა­მარ­თლემ გან­მარ­ტა, არ არ­სე­ბობს არ­ცერ­თი გა­რე­მო­ე­ბა იმი­სა, რომ რა­ი­მე ნა­წილ­ში სის­ხლის სა­მარ­თლის დევ­ნა შე­წყდეს. მისი თქმით, რად­გა­ნაც ბრალ­დე­ბულ­მა ნა­ფიცმსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლო­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, საქ­მე არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის­თვის სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცე­მა.

37 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე პო­ლი­ცი­ამ 26 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ცივი ია­რა­ღით, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ასე­ვე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს 126- მუხ­ლით, რაც გენ­დე­რი­სა და გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბის ნიშ­ნით ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. ბექა ჯა­ი­ანს 16-დან 20-წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

Share.