“ლაშა ტალახაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს..” – ნახეთ რას წერს ტალახაძე ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ

0

4 წელი ჩვენ არ შევეხვეწებით ევროკავშირს მოლაპარაკებების გახსნას. გაგვიხსნიან? იმ წუთს მოვაწერთ ხელს დაუფიქრებლად“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლაშა ტალახაძე წერს.
„დღევანდელი ახსნების მერეც ვინც აპროტესტებს, იმას გაგება არ უნდა ესე იგი.

საქართველო ევროპაა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა პირობა შესრულდება, ეს ითქვა. არავის უთქვამს, რომ პროცესი ჩერდება, პირიქით, გრძელდება მუშაობა შეთანხმების თითოეულ პუნქტზე.

ასევე ითქვა, რომ 4 წელი ჩვენ არ შევეხვეწებით მოლაპარაკებების გახსნას. გაგვიხსნიან? იმ წუთას მოვაწერთ ხელს დაუფიქრებლად.

შესაბამისად, ამ აქციის სახელი და მოთხოვნაა „რას ჰქვია არ შეეხვეწებით”, აბა სხვა გასაპროტესტებელი აღარაფერი დარჩა“,- წერს ლაშა ტალახაძე.

Share.