ტელეკომპანია იმედს მომღერალი, ბაბი კირკიტაძე შეუერთდა. კირკიტაძე „იმედის დილის“ ერთ-ერთი წამყვანი იქნება.
გადაცემის ახალი თანამშრომელი საზოგადოებას, წამყვანებმა წარუდგინეს.
„მადლობელი ვარ, მიხარია… რომ არა თქვენი ასეთი დახვედრა გამიჭირდებოდა ძალიან, ცოტა მერთულებოდა თავიდან…
წამყვანობა ძალიან საინტერესოა და კარგია, თუმცა იმდენად არ წარმომედგინა ოდესმე, თუ მე დილით მობილიზებას მოვახერხებდი საკუთარი თავის, რადგან ჩემი გრაფიკი ცოტა სხვანაირად არის აწყობილი კონცერტები, მგზავრობები და ქალაქიდან ქალაქში გადასვლა და ამიტომ მერთულებოდა, თუმცა აღმოჩნდა დღეს რომ თურმე შემიძლია, რადგან როცა რაღაცა გინდა აუცილებლად აკეთებ ყველაფერს“ – თქვა მომღერალმა.
ნახეთ ვიდეო: