“თითქმის წაიშალა სეზონები,დეკემბერი-იანვარში შეიძლება მოიმატოს ტემპერატურამ..” – ნახეთ როგორი ზამთარი გველის საქართველოში,სპეციალისტების ანალიზი

0

ბაქო გა­ე­როს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის 29-ე კონ­ფე­რენ­ცი­ას მას­პინ­ძლობს. კლი­მა­ტის ჩარ­ჩო-კონ­ვენ­ცი­ის მხა­რე­თა შეხ­ვედ­რას წინ უძღო­და ან­გა­რი­ში, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ტემ­პე­რა­ტუ­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტზე, მკვეთ­რად მო­მა­ტე­ბუ­ლია, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სათ­ბუ­რი გა­ზე­ბის ემი­სი­ე­ბით და ეს შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი გახ­დეს კლი­მა­ტის­თვის დე­და­მი­წა­ზე.
რა პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დგას კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის გამო მსოფ­ლიო, რა არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი და რა კეთ­დე­ბა, ამ თე­მა­ზე ორ­გა­ნი­ზა­ცია “სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­ე­ბი – დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბის” თავ­მჯდო­მა­რე ნინო ჩხო­ბა­ძე სა­უბ­რობს.– კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის მხა­რე­თა შეხ­ვედ­რა ყო­ველ­წლი­უ­რია. 1992 წელს შეხ­ვედ­რა­ზე მხა­რე­ებ­მა ხელი მო­ა­წე­რეს და აღი­ა­რეს კლი­მა­ტის ჩარ­ჩო-კონ­ვენ­ცია, რომ­ლის მხა­რე ჩვენც ვართ. კონ­ვენ­ცი­ის აღ­სრუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი სა­კი­თხი იყო მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი,

მათ შო­რის სათ­ბუ­რი გა­ზე­ბის ემი­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი წვლი­ლის დო­კუ­მენ­ტის მომ­ზა­დე­ბა, რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს აკის­რებ­და ქვეყ­ნებს, რომ ისი­ნი გან­სა­ზღვრუ­ლი პე­რი­ო­დის­თვის შე­ამ­ცი­რებ­დნენ სათ­ბუ­რი გა­ზე­ბის ემი­სი­ებს კლი­მა­ტის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. კლი­მა­ტის ჩარ­ჩო-კონ­ვენ­ცი­ის მხა­რე­თა შეხ­ვედ­რას, რო­მე­ლიც ბა­ქო­ში იმარ­თე­ბა (პირ­ვე­ლი კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის ქვე­ყა­ნა­ში ტარ­დე­ბა), წინ უძღო­და ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც აფიქ­სი­რებს, რომ ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტზე ტემ­პე­რა­ტუ­რა მკვეთ­რად მო­მა­ტე­ბუ­ლია 1,5 გრა­დუ­სით, თით­ქმის 2 გრა­დუ­სამ­დეც მი­ვი­და. არის ვა­რა­უ­დი, რომ 3 გრა­დუ­სამ­დეც მალე აი­წევს.

და­წყე­ბუ­ლი დათ­ბო­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სათ­ბუ­რი გა­ზე­ბის ემი­სი­ე­ბით და შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი გახ­დეს კლი­მა­ტის­თვის დე­და­მი­წა­ზე.- რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ამას?

– ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მაა მყინ­ვა­რე­ბის, არ­ქტი­კი­სა და ან­ტარ­ქტი­დის დნო­ბა. ბევ­რი სცე­ნა­რია დათ­ქმუ­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ახ­ლო­ე­ბით 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ზღვის დო­ნემ შე­იძ­ლე­ბა მეტ­რამ­დე აი­წი­ოს, რაც ზე­მოქ­მე­დე­ბას იქო­ნი­ებს ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნა­ზე, რომ­ლე­ბიც ზღვას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ო­ბენ.ეს გან­სა­კუთ­რე­ბით პრობ­ლე­მა­ტუ­რია კუნ­ძუ­ლო­ვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­თვის. ამი­ტომ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა ვალ­დე­ბუ­ლია მკვეთ­რად შე­ამ­ცი­როს სათ­ბუ­რი გა­ზე­ბი. ჩვენ ადრე სათ­ბუ­რი გა­ზე­ბის 31%-ით შემ­ცი­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ავი­ღეთ. ახლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ვი­ღებთ, რომ 50%-მდე შე­ვამ­ცი­რებთ სათ­ბუ­რი გა­ზე­ბის ემი­სი­ას. საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, გათ­ვლი­ლი 2030-50 წლე­ბის­თვის.

– 1,5 გრა­დუ­სით ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­დე­გია, თუ პი­რი­ქით, არ ას­რუ­ლებ­დნენ და ამან გა­მო­იწ­ვია?

– ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა დრო­ში იყო გა­წე­რი­ლი. ყვე­ლა­ზე მკაც­რი 2030 წე­ლია ყვე­ლა ეკო­ნო­მი­კურ სექ­ტორ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ სა­წარ­მოო სექ­ტო­რებ­ში. ინერ­გე­ბა ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რაც უფრო ნაკ­ლე­ბად მო­ახ­დენს ზე­მოქ­მე­დე­ბას გა­რე­მო­ზე და უფრო მე­ტად შე­ამ­ცი­რებს სათ­ბუ­რი გა­ზე­ბის გა­ჩე­ნას. ახლა ყვე­ლა ქვე­ყა­ნას მო­ე­თხო­ვე­ბა ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ეტა­პობ­რი­ვად შეს­რუ­ლე­ბა, რად­გან თუ ტემ­პე­რა­ტუ­რამ 3 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტა, დე­და­მი­წა­ზე შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყე­ბა. მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში დნე­ბა მყინ­ვა­რე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცენ­ტრა­ლურ კავ­კა­სი­ონ­ზე ერთი მე­სა­მე­დით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი მყინ­ვა­რის სა­ფა­რი, რა­მაც ის ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბი გა­ა­აქ­ტი­უ­რა, რაც გა­სულ წელს გვქონ­და შო­ვის ტრა­გე­დი­ის სა­ხით.მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ასე­თი ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­მელ­თაც იწ­ვევს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, შე­საძ­ლოა გახ­შირ­დეს.

გარემოს დამცველები­ და არასამთავრობო სექტორი ითხოვენ აიკრძალოს წიაღისე­ული საწვავი, რომელიც ყველაზე­ მეტად გამოსცემს სათბურ აირებს­. განვითარებულ ქვეყნებში ცდილობენ მთლიანად გადაერთონ ელექტრომობილებზე, რათა ნაკლები გამონაბოლქვი ავიდეს ჰაერში.

– 1.5 გრადუსით ტემპერატურის მატება არის თუ არა კავშირში ბოლო ხანს ესპანეთში­ გახშირებულ წყალდიდობებთან?

– როგორც ესპანელი მეცნიერები ამბობენ, აშკარად კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოვლინებაა. ასეთი წყალდიდობა ესპანეთს არ ახსოვს.

ბუნებრივი კატასტროფები უკვე ყველგან ხდება, ყველა კონტინენტზე. ძალიან მოწყვლადი გახდა ადამიანების ცხოვრება, დაწყებული ექსტრემალური ტემპერატურებით, ზოგ ქვეყანაში 50 გრადუსსაც აღწევს. მაგალითად, 2024 წელი მთელ დედამიწაზე ყველაზე თბილ წელიწადად ჩაითვალა, ყველაზე მეტად მოიმატა საშუალო ტემპერატურამ.

ეს მეცნიერების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს­. მეტეოროლოგებსაც ძალიან­ უჭირთ გრძელვადიანი პრო­გნოზები.
– ჯერ მსოფლიოზე ვისაუბროთ, რა პროგნოზებია და რას ელიან?

– ელიან ზღვის დონის მომატებას, არქტიკა-ანტარქტიდაში ყინულის საფრის ინტენსიურ დნობას. ამინდი მკვეთრად იცვლება, არაპროგნოზირებადი ხდება. უკვე ხშირია ექსტრემალური ტემპერატურები, რაც დამახასიათებელია სამხრეთის ქვეყნებისთ­ვის. გაჩნდა ახალი ტერმინი `კლიმატმიგრანტები~. კლიმატური პირობების გამო ხალხი ერთიდან მეორე ქვეყანაში გადადის. თუ ქვეყნებმა არ მოილაპარაკეს ემისიების შემცირებაზე, თუ ყველა სახელმწიფომ არ გაატარა ღონისძიებები, კლიმატმიგრანტების რაოდენობამ შეიძლება ყველა ქვეყანაში მოიმატოს და ეს შემაშფოთებელია.

– მიგრანტები, ძირითადად, რომელი ქვეყნიდან სად მიდიან?

– ძირითადად, სამხრეთის ქვეყნებიდან ჩრდილოეთის ქვეყნებში გადადიან. თუმცა, შესაძლებელია მიგრაცია ჩრდილოეთიდან სამხრეთულ ქვეყნებში, ანუ იმ სარტყელში, სადაც კლიმატზე ნაკლები ზემოქმედებაა.

რაც შეხება საქართველოს, ჩვენი კლიმატური და მეტეოროლოგიური მდგომარეობა ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაზე. ამას ემატება ბუნებრივი კატასტროფები, რაც 2023 წელს უხვად გვქონდა: წყალდიდობები, მეწყრები, ღვარცოფები… სავარაუდოდ, შესაძლოა ეს გაგრძელდეს.

– ქართველებს როგორი ზამთარი გველის?

– ჯერჯერობით, საქართველოში დაბალი ტემპერატურებია.

ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა ტემპერატურამ მოიმატოს დეკემბერ-იანვარში. სეზონები თითქმის წაშლილი გვაქვს, გაზაფხული-ზაფხული არაპროგნოზირებადი სეზონები გახდა…
დიდი თოვლი დიდი ხანია, არ ყოფილა. საქართველოს ჯერ არა აქვს ადაპტაციის ღონისძიებათა გეგმა, რომელიც თითოეულ მუნიციპალიტეტზე უნდა იყოს გათვლილი. იმედია, ახალი ადაპტაციის ღონისძიებათა გეგმაზეც დავიწყებთ მუშაობას.

წყარო:geonews.site

Share.