“ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება..” – ნახეთ სინოპტიკოსების გაფრთხილება

0

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, მაღალმთაში თოვლი.
საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. 25 ნოემბერიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

26-28 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო)

Share.