დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძე, გამყრელიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ სოლიდარობა და დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.
იგი აღნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემია, ყველაზე სწრაფად დამარცხებადი პანდემია იქნება. მისივე თქმით, მოქალაქეები პანიკას არ უნდა მიეცნენ, რადგან დღეს საზოგადოება გლობალურადაც და საქართველოშიც უფრო მომზადებულია პანდემიასთან გასამკლავებლად.
“ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს ინფექცია ოდნავ რთულია,ვიდრე გრიპი და გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექცია, მაგრამ ის დაძლევადია. ნამდვილად დაძლევადია. იგივე ტედ როსი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ამბობს, რომ ალბათ, პირველად იქნება ისტორიაში შემთხვევა, როდესაც პანდემია სწრაფად დამარცხდება. ყველაზე დიდი პანდემიები, რაც ყოფილა მედიცინის ისტორიაში, მაგალითად გრიპის პანდემია, რომელმაც 5 მილიონი ადამიანი შეიწირა, 5 წელიწადი გაგრძელდა”- განაცხადა გამყრელიძემ.