ქალი, რომელმაც იტალიაში, ტორონტოში, ახალშობილი ნაგავსაყრელზე დატოვა, 20 წლის ქართველი გოგონა აღმოჩნდა.
ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. ერთ-ერთი გამოცემის ცნობით, ნაგავსაყრელთან დატოვებული ბავშვი გამვლელმა შეამჩნია, უფრო სწორად, მისმა პიტბულმა, რომელსაც ის ასეირნებდა. ძაღლმა ჩვილის დანახვაზე ისტერიული ყეფა ატეხა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ბავშვი საბანში გახვეული ნახეს, მას ჯერ კიდევ ჰქონდა ჭიპლარი.
მას შემდეგ, რაც ჩვილი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა, დაიწყეს დედის ძებნა.
სამართალდამცავებმა მალევე მიაკვლიეს მას. ქართველი დედა და მისი ახალშობილი ვაჟი ახლა ერთ კლინიკაში იმყოფებიან და ორივეს უტარდება შესაბამისი გამოკვლევები. მედია წერს, რომ დედა-შვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.