“თამუნამ გაამხილა რა თხოვნა შეუსრულა მამას და რისი გაკეთება გადაიფიქრა მასთან ლაპარაკის შემდეგ..”

0

თამუნა მუსერიძის თქმით, აპირებდა გამომწერებისთვის მოეყოლა, როგორ მოხდა მისი გაშვილება, მაგრამ მას შემდეგ, რაც მამას ელპარაკა, გადაიფიქრა.
„დღეს ვაპირებდი ლაივის ჩაწერას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა ჩემი ყიდვა-გაყიდვა, გასხვისება და ასე შემდეგ. დეტალურად მინდოდა მომეყოლა, თუ რა ხდებოდა სამშობიაროში, მას მერე, რაც გავიგე, თუ ვინ არის ბიოლოგიური მშობელი. როგორ შემხვდნენ,

როგორ დამხვდნენ, მაგრამ მერე ველაპარაკე მამას და მოვუყევი, რასაც ვაპირებდი და მე ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ასეთი შემწყნარებელი, მაგრამ მითხრა, შეუნდეო. არ ღირს შენი ნერვების ფასად და ღმერთი ყველას გასცემს პასუხსო. ჯობია, არ მიაქციო ყურადღება და ამ ეტაპზე შეუნდო და მოუთმინოო და მერე თვითონ მიხვდებიან, რამხელა შეცდომა დაუშვესო. ამიტომ, ამ ეტაპზე ვითვალისწინებ მამის აზრს“, – ამბობს თამუნა მუსერიძე.

Share.