“საცოდავი ქალი 5 დღე ებრძოდა სიკვდილს, მისივე მეზობელი დაეჯახა..” – ნახეთ რას ჰყვება მარტვილში გარდაცვლილი ორსული ქალის თანასოფლელი

0

4 ოქ­ტომ­ბერს მარ­ტვილ­ში, სო­ფელ სალ­ხი­ნო­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და. სწრა­ფად მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი ორ­სულ ქალს და­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც 40 წლის ნანა ბა­სი­ლა­ია ქუ­ჩას კვეთ­და.
მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ქალი ქუ­თა­ის­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. დღეს მის­მა ახ­ლობ­ლებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ კო­მა­ში მყო­ფი ქალ­ბა­ტო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.
მძღო­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია და მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის, ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ნანა ბა­სი­ლა­ი­ას თა­ნა­სოფ­ლე­ლი ჰყ­ვე­ბა, რომ „ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა დი­ლით მოხ­და.

„მძღო­ლი ნას­ვა­მი არ ყო­ფი­ლა და არ ვი­ცით, რა და რო­გორ მოხ­და. მძღო­ლი გვა­რად ლა­ზა­რი­აა, ის ად­გი­ლი­დან არც მი­მა­ლუ­ლა და პო­ლი­ცი­ას ჩა­ბარ­და. ნანა მე­ო­რე შვილ­ზე რვა თვის ორ­სუ­ლად იყო. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკი­პაჟ­მა ქალი მა­ლე­ვე გა­და­იყ­ვა­ნა ქუ­თა­ი­სის კლი­ნი­კა­ში.

ექი­მებ­მა მა­შინ­ვე თქვეს, რომ ნა­ნას ყვე­ლა ორ­გა­ნო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და და მისი გა­დარ­ჩე­ნა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. სა­წყა­ლი ქალი 5 დღე ებ­რძო­და სიკ­ვდილს და დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. მას პა­ტა­რა, წლი­ნა­ხევ­რის გო­გო­ნა დარ­ჩა”, – ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის თა­ნა­სოფ­ლე­ლი.

წყარო: geonewest.com

Share.