მამა გაბრიელი პატრიარქის შესახებ:
ვინც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს განიკითხავს, თავზე აგიზგიზებულ ნაკვერჩხლებს დაიყრის!
ბერი არავის შეიწყნარებდა, თუ ის წმინდა სამოციქულო ეკლესიას და მის პატრიარქს უპატიოდ შეეხებოდა. ერთ მღვდელმონაზონს მიმართა:
-კარგად დაიმახსოვრე! განხეთქილება მწვალებლობის ტოლფასია! ვინც პატრიარქს განუდგება ის სექტაა! ვინც პატრიარქს ფიზიკურად უწესოდ შეეხება, მეფეთა კანონით, ადგილზევე უნდა მოიკლას.
ერთხელ სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენიამ, დედა ქეთევანმა, შესჩივლა, აღარ შემიძლიან, ჯვარი უნდა მოვიხსნაო. ბერი შეყოვნდა, ჩვეულებისაებრ ხატებისაკენ მიბრუნდა, ხელებაპყრობილმა ილოცა და შემდეგ დასძინა: “მოთმინება იქონიე, დაო და დედაო, შენით ნუ მოიხსნი ჯვარს, ვინც მოგხსნის, პასუხს იგი აგებს განა პატრიარქს არ უჭირს შენ არ იცი,” კათალიკოსის “ჯვარი რა მძიმეა, იგი ხომ ორ ჯვარს ატარებს-ერისას და ეკლესისას, იმან რაღა ქნას?
ერთხელ, როდესაც სამთავროს მონასტერში მობრძანდა ილია მეორე, მამა გაბრიელი ეკლესიის შესასვლელთან წინ გადაუდგა “გაბრიელ შენთან არ მოვსულვალო” -. მდაბლად უპასუხა პატრიარქმა, ტაძარში აღარ შევიდა და მონასტრის შენობისკენ, კიბეს, ზემოთ აუყვა. ამ ამბავს ერთი ერთი ერისკაცი იხსენებს:..
“ამის შემხედვარე უხერხულობისაგან არ ვიცოდი რა მექნა ცოტა ხანში გაბრიელ ბერმა თავის სენაკში შემიყვანა. სენაკის შუაში, ლამაზ ჩარჩოში, პატრიარქის დიდი პორტრეტი ჰქონდა ჩასვენებული, რომელიც პატარა ტაბლაზე იქნა დასვენებული.მივიდა ამ სურათთან, ეამბორა, სიყვარულით გულში ჩაიკრა , მოეფერა, მერე ჩემსკენ მოტრიალდა და მითხრა:
,,ისეთი პატრიარქი როგორიც ჩვენია, არავის არ ჰყავს! კარგად დაიმახსოვრე ეს, პატრიარქი არის სიყვარულის მამა”!
წყარო: tvalsazrisi.ge