ნანკა კალატოზიშვილი სასტიკად მოკლულ კესარია აბრამძეს ბოდიშს უხდის. მსახიობი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ
“წლების წინ, კესარია იყო სტუმრად “სიმართლის დროში”. ამაზე სამარცხვინო და საზიზღარი გადაცემა ალბათ, არც არასოდეს წამიყვანია. იმ დღესვე ბოდიში მოვუხადე და იმ დღიდან დავიწყეთ მეგობრობა. დღესაც სახალხოდ გიხდი ბოდიშს, იმ გულისამრევი გადაცემისთვის. და
თუ რამე ვისწავლე იმ დღეს, არასდროს უღალატო საკუთარ თავს, საკუთარ პრინციპებს.
იმდენად ამაზრზენი ვიყავი, ყურში ჩაძახილის გამეორებით და რასაც და როგორც გეკითხებოდი, ამდენი წლის მერეც ვერ ვინელებ ამ ყველაფერს. მიყვარხარ და, ალბათ, ვერც ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს, მიუხედავად იმისა, რომ შენ იმ დღესვე მაპატიე” – წერს ნანკა.
აღნიშნული გადაცემის პირველი წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი იყო, შემდეგ კი შალვა რამიშვილი. ამჟამად გადაცემა “სიცრუის დეტექტორი” გიორგი გასვიანს მიჰყავს.