“კესო აღარაა და ვთვლი რომ ეს ამბავი ყველამ უნდა იცოდეს,ტელეფონზე რეაკვს და მეუბნება..”

0

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ტრანსგენდერ ქალის – კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმიანება და მასთან დაკავშირებულ ამბავს ასაჯარებს.“არ მეგონა თუ მომიწევდა ამის დაწერა, მაგრამ კესო აღარაა და ვთვლი, რომ უნდა იცოდეთ.კოვიდის დროს, პირველად რომ ჩაგვკეტეს და ძალიან რომ გაჭირდა ცხოვრება, მეგობრებმა კამპანია დავიწყეთ, “ჰელფები” დავირქვით და ათეულობით ათას ადამიანს მივაწოდეთ საკვები, წამალი, საჭირო ნივთები.

ერთ დღესაც რეკავს კესარია, შენი ნახვა მინდაო. აქა და აქ ვარ, შემომირბინე – მეთქი. უი, არა, შენ რომ ჩემთან ერთად დაგინახონ, ისედაც რა დღეში გაგდებენ და უარესს დაგმართებენო (თავადვე გადაბჟირდა სიცილით, როგორც იცოდა ხოლმე).
მოკლედ, შევხვდით. მომცა 11 ტრანსი გოგოს ტელეფონი, მისამართი და ფული…ჩემზე ათას ჭორს ავრცელებენ და შეიძლება არც აიღონ დახმარება, არადა სახლში არიან გამოკეტილები, ძალიან უჭირთო!
3 თვის განმავლობაში უზრუნველყო ყველას კვება, კომუნალურები და რამდენიმეს წამლებიც.
ეგეთიც იყო” – წერს აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

Share.