კესარია აბრამიძე მოკლეს, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.როგორც ცნობილია მკვლელობა მის ბინაში მოხდა. დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
გამოიძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
აი რას წერდა კესარია სულ ცოტა ხნის წინ თავის ფეისბუქ გვერდზე:
,,მოგესალმებით მეგობრებო თითქმის 2 წელია ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში, ხშირად მეკითხებიან რატომ გავქრი ტელეეკრანებიდან მიზეზი სწორედ ეს იყო გაგიკვირდებათ და ვიყავი მანიპულაციის და ძალადობის ქვეშ მე დავტოვე ქვეყანა სწორედ ამ მიზეზით რომ თავი დამეღწია შექმნილ რთულ სიტუაციას , აუცილებლად დავბრუნდები და სათანადო ზომებს მივმართავ და აუცილებლად ვისურვებ საჯაროდ ამ თემაზე არა ძალადობას ! აქვე მადლობა ჩემს კარის მეზობელს რომელმაც გადამარჩინა როცა ბოლოს სახლში მომვარდა თორემ შეიძლება დღეს ცოცხალიც არ ვყოფილიყავი სადღაც ერთი თვის წინ ტვინის შერყევით თვითონვე მიმიყვანა ღუდუშაურში რაც დაფიქსირებულია ამ კლინიკაში. ამ პოსტს იმიტომ ვწერ რომ ვიყო სხვა ქალებისთვის მაგალითი და წლები ნუ გაატარებთ მანიპულატორ ნარცის მოძალადესთან !! არა ქალთა კვლას რაც ასე გახშირებულია ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა ფაქტია რომ ბევრი ქალისთვის სამაგალითო ვარ და უძლიერეს ქალთან ვასოცირდები ჩემთანაც მოხდა ეს.“