ambebi.ge ლაშას მეგობარს ბექა ღურბელეიშვილს ესაუბრა:
“ლაშა ჩემი ბავშვობის მეგობარია, ერთად გავიზარდეთ, ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით… 5 ოქტომბერს 25 წლის გახდებოდა. საოცარი ბიჭი იყო ლაშა.
ორი თვის წინ ქორწილი ჰქონდა, მისი მეჯვარე ვიყავი. მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ, თბილისშიც ერთად ვცხოვრობდით, მუდმივად ერთად ვიყავით. ლაშამ ჯერ ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა, გასულ წელს კი თსუ-ს გეოგრაფიის ფაკულტეტზე ჩააბარა.
რკინიგზაში დაახლოებით 1 წელია, რაც მუშაობს. რკინიგზაზე რაღაცეებს არემონტებდნენ, სამნი ყოფილან. როგორც ამბობენ, მატარებელი რომ წამოსულა, რაზეც იდგნენ ის მოწყობილობა გამოსულა მწყობრიდან, ვერ ჩამოწიეს, სამიდან ერთი გადმომხტარა, ამ ორმა ვერ მოახერხა. ისეთი დალეწილია საცოდავი, ხელ-ფეხი მიაკერეს…