როგორც აღმოჩნდა, ვიდეოზე ასახული გოგონა ნინი ლომიძეა
საზოგადოება მისი მდგომარეობით დაინტერესდა. ნინი ლომიძე “მოგზაურთა კლუბში“ დაწერილ პოსტს გამოეხმაურა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. როგორც თავად წერს, გადარჩა და თავს კარგად გრძბობს:“გადავრჩი ვისაც გეწყინათ და გატანა და სიკვდილი მისურვეთ აუცილებლად გავითვალისწინებ შემდეგში“, – წერს გოგონა და შემთხვევაზე უფრო დეტალურად საუბრობს.
“კარგად ვარ და მადლობა ყურადღებისთვის. ვისაც მართლა გულზე მოგხვდათ. ეს იყო უბრალოდ უბედური შემთხვევა. არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდი რომ ის ლიანდაგი ძალაში იყო და მატარებელი მოძრაობდა კვლავ. როდესაც ხმა გავიგე გადმოვედი და არ ველოდი ამხელა გაბარიტებიან მატარებელს. თან ჩქაროსნული რო იყო არ ვიცოდი. როდესაც ხმა გავიგე და გავხედე არ ჩანდა – უცებ, წამში ვიხედები და მივხვდი რო გამარტყავდა. უკან ვიხევ და ვერ ვასწრებ. არც მემანქანის ბრალია და არც არავის ვადანაშაულებ. მეც ვერ გავთვალე, რადგან არ მეგონა რო გვერდებზეც რაღაც ქონდა ამ მატარებელს,“ – წერს ვიდეოს მთავარი გმირი.