”ოთხი შვილის დედას ასე ცუდად როგორ მომექეცი? არ მინდა შენი ფული, გამოჩნდი და ამიხსენი ეს რატომ გამიკეთე?” – ნახეთ რა გაუკეთეს განო მელითაურს

0

განო მელითაური ინციდენტზე წერს, რომელიც დღეს შეემთხვა:
“შუა გოგებაშვილზე, სახლის წინ მანქანიდან საფულეს რომ მოგპარავენ, რომელშიც პირადობაც დევს და ორივე ბარათს გამოგიცარიელებენ, თან თავხედურად მაღაზია-მაღაზია დაიარები და სხვის ნაშრომს ანიავებ, აი, რა ადამიანი უნდა იყო საერთოდ????!!!!!
თან დილაუთენია, როცა მეცხრე სიზმარში ვარ.

ჩემო გაუზრდელო ქურდო! ვწუხვარ, რომ არავინ გასწავლა, რა ცუდად მოიქეცი! ან იმდენად გაგიჭირდა, ამ საშინელ საქციელს სჩადიხარ!
დარწმუნებული ვარ ამ პოსტს კითხულობ, ცხრა კლასის განათლებაც არ სჭირდება იმას,
რომ გატარებებით კამერებიდან ამოგაგდებ! შეგნებულად არ დავბლოკავ არც ერთ ბარათს! რადგან უტიფარი თავხედი ხარ, პირადობა მანქანაში დამიტოვე (“ბარდაჩოკში” შეაგდო), სანამ გვიან არ არის გამომეხმაურე, არ მინდა აქ განცხადების დაწერა, არ დაგაბრუნებინებ თანხებს, უბრალოდ მაინტერესებს, რატომ მოიქეცი ასე – თუ პურის ფული გიჭირს, ვეცდები დაგარწმუნო, რომ ქურდობა გამოსავალი არ არის! გპირდები, დაგეხმარები გამოსავლის პოვნაში, 4 შვილი მყავს და იქნებ რის თანხებს ხარჯავდი? მე დღეს რენეს გეგმიური სამედიცინო ვიზიტის გაუქმება, ტასოს მათემატიკის მასწავლებლის ხელფასი და კიდევ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი თემა დამეკიდა ჰაერში!

მოკლედ, შუა დღის თორმეტ საათამდე ველი გამოხმაურებას, მერე პასუხის გაცემა სამრთალდამცავებისთვის მოგიწევს!

#ქურდობატეხავს
სანამ გვაქვს იმის შნო, რომ მანქანის კარი გავხსნათ, გადავიხაროთ და საფულე
გადარჩევით გავქურდოთ, შემდეგ წავიდეთ სპარში, კორელაში და ა.შ., ეს ნიშნავს, რომ არ გვაქვს მოძრაობის შეზღუდვა, არც გონებრივი, რადგან ეს დავგეგმეთ, შესაბამისად ყველა შანსი გაგვაჩნია სამსახური ვიშოვოთ:

მენაგვე: საშ. ხელფასი 1000 ლ
მეეზოვე: საშ. ხელფასი 450-600 ლ
დამლაგებელი: დღეში საშ. 20-30-50 ლ
საწყობის მუშა: საშ 500-600-800-1000 ლ
ნებისმიერი ტიპის სარემონტო სამუშაო: დღეში საშ. 20 ლ
გამყიდველი, ასისტენტი, კურიერი: დღეში მინ. 15-30 ლ
გაყიდვები, დისტრიბუცია და მსგავსი: საშუალოდ 500-1000-1500ლ

და ეს სია დაუსრულებელია! და სამუშაო ადგილები უთვალავი, მარტო ჩემს ახალდაწყებულ საწარმოში სისტემატიურად მაქვს აქედან სამი ვაკანსია მაინც!
და ქურდობას მუშაობა ჯობია!
ამ ქვეყანას ასე არასდროს არაფერი ეშველება! სხვისი ქილიკი, სხვისი გინება, თითების შვერა, გაუთავებელი წუწუნი, სხვების ფულების თვლა და უსაქმურობაა მოდაში!
ვბრაზდები, განა ასჯერ მეტს არ ვიშრომებ, რომ ავანაზღაურო ზარალი, უბრალოდ ეს პოსტიც ჩემი ილუზიაა, რომ ერთ ადამიანს მაიმც შევცვლი უკეთესობისკენ ჩემს სანუკვარ, დოყლაპიებით გატენილ ქვეყანაში!”

Share.