ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლი დატოვა და ჩარტერული რეისით პირდაპირ თბილისში ჩამოფრინდა, რათა საკუთარი მეუღლის, ნიცა თავაძის მშობიარობას დაესწროს.
ნიცამ დღე დღეზე უნდა იმშობიაროს, კვარამ კი ამ მნიშვნელოვან მომენტში ოჯახთან ერთად ყოფნა ისურვა, რაზეც ნაპოლის პრობლემა არ შეუქმნია.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში უკვე საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა უნდა დაარქვას ხვიჩამ თავის პირველ შვილს.
აი, რას წერენ ქართველები სოციალურ ქსელში:
“დიეგო დაარქვას, ნეაპოლელებს ძალიან გაუხარდებათ.”
“მართალია, დიეგო გამოდგება, თან მეგრელებში მოსული პონტია.”
“რა თქმა უნდა, რას დაარქმევს ჩემი გასარჩევი საერთოდ არაა, მაგრამ დიეგო მართლა კარგი სახელია.”
“ხვიჩა, გეხვეწები, შვილს დიეგო დაარქვი ამაზე მთელი იტალია რამდენიმე წელი ილაპარებს.”