”ანიტას საფლავზე თითქმის ყოველდღე ავდივარ ხოლმე, გუშინ კი რო მივედი აი ეს დამხვდა იქ…” – ანიტას დედამ ახლახანს ფოტო გაავრცელა

0

2 წლის ანიტას დედა, მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თითქმის ყოველ დღეს მისი შვილის საფლავზე უცხო ადამიანების მიერ დატოვებული საჩუქრები ხვდება.
„ანიტასთან ასულს თითქმის ყოველ დღე მხვდება უცხო ადამიანების მიერ დატოვებული საჩუქრები.
ხშირად ვერც კი ვიგებ ვინ ტოვებს მაგალითად, ეს პატარა ანგელოზი დღეს დამხვდა წერილთან ერთად, წმინდა გიორგის ხატი ცოტა უფრო ადრე.
ეს მცირე ჩამონათვალია იმ სილამაზეებისა, რასაც თქვენ მიტოვებთ.
დიდი მადლობა, რომ გიყვართ და გახსოვთ ანიტა ეს მე ძალიან მეხმარება“, – წერს მარიკო სადრაძე.

Share.