ირანის ქალაქ ბანდერ-აბბასში საავადმყოფოს ცეცხლი წაუკიდეს, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულები მიიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია Iran International -ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ადგილობრივებმა საავადმყოფოს მას შემდეგ წაუკიდეს ცეცხლი, რაც გაიგეს, რომ მათთან შეუთანხმებლად საავადმყოფოში მოათავსეს საშიში ვირუსის გადამტანი პირები.
ასევე, გაირკვა რომ ადრე სწორედ ამ საავადმყოფოში იყო მოთავსებული 10 პაციენტი, ქალაქ ყუმიდან. სადაც კორონავირუსი ძლიერი აფეთქებაა.
შეგახსენებთ აზერბაიჯანმა უკვე ჩაკეტა საზღვარი ირანთან