”ფოტოები რო ვნახე რამის მოვკდი, მერაბი ამას ვერ გადაიტანს, მეც მომიკლეს ქმარი!” – ნახეთ რა წერილი გამოაქვეყნა ბრალდებული ჯარისკაცის მეუღლემ

0

გუდაურში მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებული ჯარისკაცის მეუღლე, ნათია ქიტესაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“თაზოს ფოტოები ვნახე
და…
მოვკვდი …
საშვილიშვილი ცოდვა დაადებინს ჩემს ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის. გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს.
თქვენ გგონიათ მერაბი რომ გამოვიდეს ციხიდან (და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს), ამ ბიჭის ცოდვა ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალებას მისცემს?! არა და არა!

ხო, მეც მომიკლეს ქმარი! ის ისეთი ვერასოდეს იქნება როგორიც ადრე იყო! ისეთი ლაღი და მხრებში გაშლილი…

ქათამს ვერ კლავდა ეს მთასავით კაცი და კაცის მოკვლა მისთვისაც სიკვდილის ტოლფასია დამიჯერეთ.

ავღანეთში ერთი ჯარისკაცი აუფეთქდა ნაღმზე, თვეები არ ეძინა, სულ გიორგი ედგა თვალწინ, ის ბიჭი არ მომკვდარა გადარჩა, მაგრამ ინვალიდი დარჩა და სულ მასზე დარდობდა, ლოცულობდა, კითხულობდა მის ამბავს…

არ მოასვენებს არასდროს თაზოზე დარდი! “, – წერს ქიტესაშვილი.

შეგახსენებთ, 16 თებერვალს გუდაურში, დაპირისპირების დროს 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა.

Share.