”ახლახანს 14 ბავშვი ხანძარში დაიღუპა…” – საზარელი ტრაგედია ბავშვთა სახლში რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა

0

ჰაიტიზე ბავშვთა სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Haiti Libre ავრცელებს. ხანძარი ეკლესიასთან არსებულ ბავშვთა სახლში გაჩნდა.
სოციალური კეთილდღეობისა და კვლევების ინსტიტუტის გენერალური დირექტორის არიელ ვილდრუანის განცხადებით, ბავშვთა სახლს ფუნქციონირების ნებართვა არ ჰქონდა. ჰაიტიში 754 ბავშვთა სახლიდან ფუნქციონირების ნებართვა მხოლოდ 35 აქვს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ხანძრის მიზეზი შესაძლოა უბედური შემთხვევა ყოფილიყო.
წყარო: ambavi.cc

Share.