სასიხარულო ამბავი: ბიჭს, რომელმაც წვიმიან ამინდში ქუჩის ძაღლს საკუთარი მაისური დაუთმო, უნივერსიტეტი სწავლას დაუფინანსებს

0

ნიკუშა მელნიკოვი, ბიჭი რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი იმით გახდა, რომ წვიმიან ამინდში მიუსაფარ ძაღლს საკუთარი მაისური დაუთმო, ქუთაისის უნივერსიტეტის დაფინანსებით ვეტერინარიის ფაკულტეტზე ისწავლის.
ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ნიკუშა მელნიკოვს ვეტერინარობის სპეციალობაზე სწავლა ევროპის უნივერსიტეტში 50%-ინი დაფინანსებით შესთავაზა. უნივერსიტეტში ადასტურებენ, რომ ნიკუშასთვის სწავლის დაფინანსების სურვილი ვიდეოს ნახვის შემდეგ გაუჩნდათ. ცხოველების მოყვარე ნიკა კი ამბობს,რომ მისთვის ეს შეთავაზება მოულოდნელი არის და აუცილებლად გამოიყენებს ამ შესაძლებლობას.
”მინდა მადლობა გადავუხადო ქუთაისის უნივერსიტეტს, ძალიან დიდი საჩუქარია და თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობ იმიტომ, ძაღლს რომ დავეხმარე და ამხელა საჩუქარი რომ გამიკეთეს.”  – ამბობს ნიკუშა…

Share.