მანქანა ტროტუარზე ავარდა და 8 წლის ბავშვი მოკლა – რა მოხდა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე

0

ავტოსაგზაო შემთხვევა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე – დაღუპულია 8 წლის ბავშვი.
თვითმხილველების ინფორმაციით, 8 წლის ბავშვს და მის ბაბუას ავარიის შედეგად ტროტუარზე ავარნილი ავტომობილი დაეჯახა.
ბერ გაბრიელ სალოსის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი. თვითმხილველების ინფორმაციით, სულ მცირე სამი ადამიანია დაშავებული და ისინი „ნიუ ჰოსპიტალსში“ არიან გადაყვანილები.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Share.