ჟურნალისტ ნინო შუბლაძეს მოულოდნელად ინფრაქტმა დაარტყა, ნახეთ როგორია მისი მდგომარეობა

0

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნინო შუბლაძემ მოულოდნელად ინფარქტი გადაიტანა. ამის შესახებ მისი და, სოფო შუბლაძე წერს „ფეისბუქზე“.
მისი თქმით, დროული სამედიცინო ჩარევით ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიარა, თუმცა ნინოს სტენტირება მაინც დასჭირდა.
„ყველაფერი გაივლის, ესეც ჩაივლის-მეთქი, მაგრამ არ გადის უკვალოდ არც ერთი სტრესი…. ჰოდა, დღეს ხელმეორედ დაბადებას გილოცავ. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი დროულად მოვასწარით“ – წერს სოფო შუბლაძე.
თავად ჟურნალისტი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თუმცა სოფო შუბლაძე თავის პოსტში ამის შესახებაც წერს:
„ნინომ, მაპატიეთ, უზრდელი არ გეგონოთ, ჩემს დაბადების დღეზე რომ ვერავის გპასუხობთო“.
წყარო: gazeti.club

Share.