ბერი გაბრიელისა და ახალგაზრდა ბიჭის აქამდე უცნობი ისტორია.
,,ერთხელ ერთი ყმაწვილი უცქერდა სამთავროს ეზოში თავისი სენაკის წინ მდგარ ბერ გაბრიელს და გონებაში განიკითხავდა. ბერი ბოთლიდან ღვინოს ისხამდა და სადღეგრძელოს თქმით სვამდა. ამას სხვებიც უცქერდნენ, ზოგი გაიღიმებდა და გზას გააგრძელებდა, ზოგი მაშინვე თვალს არიდებდა. ეს ყმაწვილი კი უძრავად იდგა და არ აშორებდა მზერას. მამა გაბრიელმა მიიხმო, ამ დროს მან თავი ანება სალოსობას და თავისი ნამდვილი სახით შეხედა ახალგაზრდას. ღვინო დაუსხა, შესვიო. ვაჟმა მოსვა და სახე შეეცვალა, წყლით გაზავებული ალუბლის წვენი აღმოჩნდა.
“არავინ განიკითხო დაბადებული ღმრთისა. მე ეხლა, შენ რომ განგიკითხო და შენზე კარგი მეგონოს თავი, საძაგელი ვიქნები უფლის წინაშე. ეს დაამხსოვრე, მოყვასო. ზოგჯერ თვალებიც ცდება და ხშირად დანახულსაც არ უნდა დაუჯერო, შენ რა იცი რა ხდება სინამდვილეში, შესაძლოა ეშმაკი ანგელოზად გეჩვენოს და გზა აგირიოს, მოყვასი მტრად წარმოგიჩინოს და მტერი კი მოყვასად. ”