ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო შაქშაქეთში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ქალს ჭრილობა თავის არეში არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა.სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ცოლი დანით დაჭრა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორც ვიცი ოპეაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა“, – უყვებიან ადგილობრივ სააგენტოს.
გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.