“ხუთი ტყვია ესროლა..” – ნახეთ მისს იმერეთი, რომელიც ყოფილმა მეუღლემ ხალხის თვალწინ სასტიკად მოკლა (ვიდეო)

0

მძიმე შემთხვევა, რომელიც იმერეთში 2014 წელს მოხდა. 19 წლის გოგო მოკლა ყოფილმა ქმარმა, რომელიც მასზე უფროსი იყო.
17 წლის სალომე პოლიციელმა ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა. კაცი, მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა. 2 წლის თავზე კი, მან 19 წლის გოგო, ზესტაფონში, ხალხის თვალწინ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
„ხატავდა, მღეროდა, სცენაზე გამოდიოდა. თამამი და ძალიან ლამაზი ბავშვი იყო. თინეიჯერობაში სამოდელო კარიერა დაიწყო. მის იმერეთიც კი გახდა. არა მარტო დედა შვილი არამედ დები ვიყავით. პატარაობიდანვე ჩამოყალიბებული პიროვნება იყო…

ტაძარში დაინახა ბზობის დღესასწაულზე. მაშინ (ჩემი შვილი) მე-10 კლასში იყო.ხშირად მიდიოდა სკოლაში და ძალაუნებურად მასთან ახლოს იყო, ის ურჩევდა მეგობრებს, ვის დალაპარაკებოდა და ვის არა. ასე დაიწყო მათ შორის ურთიერთობა…“, – ამბობს მოკლული გოგონას დედა.

კაცმა არასრულწლოვანი ბარბარობის დღესასწაულზე მოიტაცა. 19 წლის, რომ გახდა პარკში 5 ტყვიით მოკლა. 25 ივ­ლისს, ზეს­ტა­ფონ­ში, ყო­ფი­ლი ქმრის მიერ მოკ­ლუ­ლი სა­ლო­მე ჯორ­ბე­ნა­ძე მკვლე­ლო­ბის დღეს შსს-ს გე­ნინ­სპექ­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

მოძალადეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

იმერეთში მომხდარმა ტრაგედიამ ფარდა ჩამოხსნა სისტემას, რომელმაც არ დაიცვა ახალგაზრდა ქალი სიცოცხლე. მოგვიანებით სასამართლომ აღიარა სახელმწიფოს დანაშაული და მსხვერპლის დედისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

წყარო:ntv.com.ge

Share.