“დედა შენც ჩემს გვერდზე უნდა იყო და ისჯებოდე სიკვდილით ჩემთან ერთად…” – ეს უნდა წაიკითხოს ყველა მშობელმა

0

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ეს უნდა წაიკითხოს ყველა მშობელმა და გაითვალისწინოს. თუმცა, მარტო მშობელებს არ ეხება მეგობრებმაც უნდა გაითვალისწინონ.
ამერიკის ერთ-ერთი ციხიდან სიკვდილ მისჯილი პატიმარი გამოიყვანეს რომ სასჯელი აღესრულათ… ციხის უფროსს მან ფურცელი და კალამი სთხოვა უკანასკნელი წერილის დასაწერად…
წერილი დედას!
—————-
დედა სამართალი უფრო აღსრულდებოდა დღეს რომ ჩემთან ერთად შენც სიკვდილით ისჯებოდე, რადგანაც მე რომ ასეთი ვარ შენი დამსახურებაა.
პირველად ველოსიპედი რომ მოვიპარე შენ გადამალე რომ არავის გაეგო, შემდეგ მეზობელს ფული რომ მოვპარე დამიცავი და ვერავინ დაამტკიცა მე რომ მოვიპარე, ის ფული კი სავაჭრო ცენტრში დავხარჯეთ.
მამა რომ მტუქსავდა ცუდი საქციელის გამო შენ სულ მიცავდი და მამა ამიტომ სახლიდან გააგდე.
როდესაც სკოლაში სხვებზე ვძალადობდი შენ მთელს სკოლას დაუპირისპირდი და მასწავლებელს ეჩხუბებოდი მე კი არასდროს არ მამტყუნებდი, აი შედეგიც მე მონსტრად ვიქეცი, შენ მაქციე მონსტრად…

მადლობელი ვარ სიცოცხლე რომ მაჩუქე, მაგრამ არასოდეს გაპატიებ, რომ არასწორი აღზრდით სიცოცხლე უკან წამართვი,
ერთს გთხოვ ოღონდ – ეს წერილი ბევრ დედას წააკითხე ჩემნაირი შვილი რომ არ აღზარდოს…

Share.