ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი გარდაიცვალა.
ქეთი ბერძენიშვილი მკურნალობას ჯერ თბილისში გადიოდა, მისი მდგომარეობა დამძიმდა და რამდენიმე დღის წინ სტამბოლში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმე ათეული წელი ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. იყო რადიო „ძველი ქალაქის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
„პრაიმტაიმი“ მწუხარებას გამოთქვამს ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს.