“12 წლის გოგონა გაიტაცეს და გათხოვებას უპირებდნენ,მშობლებმა კი..” – ნახეთ საზარელია ოჯახის წევრები თავს იმით იმართლებენ რომ..

0

ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან 22 წლის ბიჭმა 12 წლის გოგო მოიტაცა და საკუთარ სახლში მიიყვანა ქორწინების მიზნით. ბავშვი უკვე დაკავებულ პირთან ერთად 24 საათის განმავლობაში იყო. მეზობლები და ოჯახის წევრები თავს იმით იმართლებენ, რომ არასრულწლოვანი “გაცილებით უფროსი”, 15 წლის ეგონათ. 22 წლის ბიჭი დაკავებულია.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

სავარაუდო მსხვერპლის ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. მოზარდი თავშესაფარშია გადაყვანილი. ბავშვთან ფსიქოლოგი მუშაობს.
“დაზარალებული არის მეშვიდე კლასელი გოგონა, არსებული ინფორმაციით, გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ თავისი ნებით გაჰყვა, გათხოვდა კინაღამ. [დააბრუნეს სახლში?] ვერ გეტყვით, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს, მშობელი კონტაქტზე არ გამოსულა ამ დრომდე. სკოლაში სისტემატურად დადიოდა, მშობელთანაც აქტიური კომუნიკაცია გვქონდა ყოველთვის”, – ამბობს სკოლის დირექტორი.

Share.