ადგილზე დაიღუპა 20 წლის ბიჭი, 4 ადამიანი კი საავადმყოფოშია – დილა უთენია თბილისში მძიმე ავარია მოხდა

0

თბილისში, ვაშლიჯვრის გზაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა 20 წლამდე ბიჭი. როგორც ირკვევა, ის ერთ-ერთია იმ სამი თანატოლისგან, რომლებიც ერთ ავტომობილში ისხდნენ. მეორე მანქანაში კი ახალგაზრდა ქალი და კაცი იყო.
როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, ოთხივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: ufaso.ge

Share.