როგორც მოსალოდნელი იყო ქართული მედია და ცნობილი სახეები დილიდან აქტიურად განიხილავენ ხვიჩას და ნიცას წითელ ხალიჩაზე შესვლის მომენტსა და წყვილის ჩაცმულობის თემას. ქართველმა ფეხბურთელმა, სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, არჩევანი ნაკლებად ცნობილ ბრენდებზე შეაჩერა.
ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლეს კი ალექს პერის შავი სადა კაბა ეცვა. კაბის ფასი 3 000 დოლარია
ალექს პერი ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდის დიზაინერი და ტელეწამყვანია. ის ძირითადად ქალის ტანსაცმელს ქმნის. მისი დიზაინით კაბებს ატარებენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან ჯენიფერ ლოპესი, კიმ კარდაშიანი, ჯიჯი ჰადიდი, სანდრა ბულოკი, გვინეტ პელტროუ