ახმეტაში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ახმეტა-ალვანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. სწრაფად მოძრავი “ლენდ როვერის” მარკის ავტომობილი, სადაც ერთი ოჯახის 6 წევრი იჯდა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და
ამოტრიალდა.შედეგად ადგილზე დაიღუპნენ მძღოლის მეუღლე და და. დაშავდნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათ გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ. ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული.