“ყველა იმ ადამიანს გაუნულდება დავალიანება ვისაც..” – ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ 30 000-მდე სტუდენტს არსებული დავალიანებები გაუნულდებათ.
„ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების სწავლა-განათლება. მიდნა, შევეხო ერთ პრობლემას, რომელიც ყველას აწუხებს.
ეს არის ე.წ. სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი. მოვიკითხე ეს ინფორმაცია და

განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული აქვს სტატუსი. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდებათ დავალიანება და მათ შეეძლებათ, სურვილის შემთხვევაში, აღიდგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში. ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Share.