მუსიკოსი, ლეგენდარული „ივერიის“ სოლისტი და ანსამბლის მიერ დადგმული მიუზიკლების ავტორი, ჯემალ ბაღაშვილს შვილი ემოციურ სიტყვებს უძღვნის, გთავაზობთ ამონარიდს მისი სიტყვებიდან:„მამა! ვერანაირი სიტყვით ვერ გამოვხატავ ჩემს სიამაყეს, მადლიერებასა და სიყვარულს! შენ მართლა დიდი კაცი ხარ, კიდევ ძალიან დიდხანს რომ გვჭირდები არა მხოლოდ ჩვენ, შენი ოჯახის წევრებს, არამედ
მთელ ქვეყანას. სულ ასეთი შემართებით იყავი. კიდევ მრავალი წელი გეშრომოს და მიგენიჭებინოს ზღვა სიხარული შენი უსაყვარლესი მაყურებლისთვის“, – წერს გია ბაღაშვილი.
ჯემალ ბაღაშვილი 82 წლის გახდა. მივულოცოთ მეგობრებო ამ უდიდეს ადამიანს.