თაკო ტაბატაძეს და გია ბაღაშვილს 4 საერთო შვილი ჰყავთ – ოთხივე გოგონა. მცირე ასაკობრივი სხვაობიდან გამომდინარე, თითქმის ყველა მეორე წელიწადს რომელიმე შვილის პირველ კლასში გაცილება უწევთ. წელს მეოთხე გოგონას, ანასტასიას რიგია. პირველ კლასში წავიდა და ამ მნიშვნელოვან მოვლენას დედამ და მამამ ცალ-ცალკე მიუძღვნეს პოსტები.
როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, მამიკომ ანასტასიას ყვავილებიც მიართვა გასამხნევებლად. თან
ფეისბუქში მასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტით: „საზეიმო დღე გვაქვს! ჩემი მეოთხე გოგონა, ანასტასია ბაღაშვილი დღეს პირველად წავიდა სკოლაში! სიხარული, წისვლა და წარმატებები მამიკო!“
მართალია, წყვილი ერთად აღარ ცხოვრობს, მაგრამ შვილების ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს ერთად აღნიშნავენ.