სტიქიის შემდეგ გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირს, მათ შორის 2 არასრულწლოვანს ეძებენ. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, სოფელ ჯიხანჯურში ამდრომდე ეძებენ არასრულწლოვანს, რომელიც მეწყერში ჩაიტანა. მათივე ცნობით, სოფელ ჯუმათში მეოთხე კლასის მოსწავლე გასტაცა მეწყერმა საკუთარ დედას.
ლანჩხუთის მერი ბუნებრივ კატასტროფას რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებელ წვიმას უკავშირებს.
“ჯიხანჯირში ეძებენ მოზარდს, მე-4 კლასელი ბავშვია დაკარგული, სახლი ჩაიტანა მეწყერმა. დაახლოებით 10 სახლია მუნიციპალიტეტში მეწყერიდან ჩატანილი და დანგრეული. დანარჩენზე ინფორმაციას მოგაწვდით.
მთელი ღამე წვიმა არ გაჩერებულა, ახლაც წვიმს.
მეწყერი ძალიან ბევრ ადგილზეა ჩამოწოლილი. ტექნიკის მობილიზაციას ვაკეთებთ, რომ დაიწყოს წმენდა. რამდენიმე ადგილზე უკვე დაწყებულია წმენდა. ცენტრალური გზები და შიდა სასოფლო გზები, ბევრ ადგილზეა მეწყერი ჩამოწოლილი,” – აცხადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი “რუსთავი 2” – თან